5 მარტს სანაპირო ზოლში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

04 მარტი 2018, 00:00 4030 ნახვა

5 მარტს, ღამით სანაპირო ზოლში ამინდის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი  ქარი. დღის საათებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.

6 მარტს, ღამის საათებში ამინდი გაუმჯობესდება, ჩრდილო - დასავლეთიდან შემოსულ ცივ და ნოტიო ჰაერის მასებს, აღმოსავლეთის მეტეოროლოგიური პროცესი ჩაანაცვლებს, რაც უმეტესად უნალექო და შედარებით თბილ ამინდს განაპირობებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი