ტურისტული სეზონისთვის დაგეგმილი სამუშაოები

04 მარტი 2018, 00:00 2550 ნახვა

ქობულეთში ინერტულ მასალას სანაპიროზე გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე შეიტანენ. თვითმმართველობაში აღიარებენ, რომ გასულ წელს სანაპირო ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი შეხვდა რადგან ტალღებმა ინერტული მასალა ზღვაში დროულად ვერ გაიტანა.

ამიტომ თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენითი სამუშაოები ოქტომბრის თვეში იგეგმება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა, რომელმაც პლაჟზე 557 ათას 550 ლარად 60 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა უნდა შეიტანოს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი