დეფაქტო  ცხინვალის  ექსპერტიზა  ტატუნაშვილის  წამების  ფაქტს  არ  ადასტურებს 

03 მარტი 2018, 00:00 2100 ნახვა

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ უარყო მონაცემები არჩილ ტატუნაშვილის წამების შესახებ. ,,კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, ექიმი -ექსპერტის ინალ ტეხოვის განცხადებით საქართველოს მოქალაქეს გარდაცვალების დროს შიდა ორგანოების ტრავმა არ აღენიშნებოდა. მისი ვერსიით, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

„რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, - განაცხადა ტეხოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი