მოუწესრიგებელი ცენტრი დაბა ჩაქვში. ეს არის ტერიტორია, რომელსაც ტურისტები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ობიექტთან “მტირალას ეროვნულ პარკთან” მისვლამდე გადიან, აქვეა “ბოტანიკური ბაღი,” რამდენიმე მეტრში კი რეგიონის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა. ტერიტორიის გავლა ხშირად საერთაშორისო დონის სტუმრებსაც უწევთ – ეს ჩამონათვალი ჩაქვის ცენტრის მნიშვნელობას ნათლად აჩვენებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ამორტიზებული და დატბორილი ტერიტორია ყოველდღიურობას ყველაზე მეტად ადგილობრივებს ურთულებს. რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე და როდისთვისაა დაგეგმილი მცირე მონაკვეთის სრული მოწესრიგება?