წამოგვყევი გომის მთაზე /ფოტოამბავი/

01 მარტი 2018, 00:00 19393 ნახვა

თუ თავისუფალი ორი დღე გაქვთ და ექსტრიმი გიყვართ ზამთარში ეს კურორტი აუცილებლად უნდა ნახოთ.
ქუდი, ხელთათმანები, თბილი ტანსაცმელი, ორი დღის საკვები და ზღვა ენერგია დაგჭირდებათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. წინ გრძელი და რთული გზაა. 

გომის მთამდე ავტოტრანსპორტით შეგიძლიათ მიხვიდეთ, ტრასა მთის ძირამდე მიდის და ნებისმიერი მსუბუქი მანქანისთვის მოძრაობა შეზღუდული არ არის. 

შემდეგ გზის გაგრძელება უკვე ფეხით მოგიწევთ, საფეხმავლო გზა  დაახლოებით 9 კილომეტრია.

ექსტრემის მოყვარულებს გაუკვალავი თოვლის გაჭრა მოგიწევთ. აქ უჩვეულოდ უხვი ნალექი იცის და 3 მეტრამდე აღწევს.

გზაზე შესვენება გარდაუვალია... 

თუ ტემპს არ დააგდებთ მზის ჩასვლას ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მოუსწრებთ 

გომის მთა  ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მთა წიწვოვანი ტყეების გარემოცვაშია.

თქვენ შეგიძლიათ ღრუბლებს ზემოდან დახედოთ 

დილა აქ ისეთივე ლამაზია, როგორც დაისი. ტემპერატურა -5 გრადუსი

თოვლში ჩაფლული ხის სახლები 

კურორტზე გართობის საშუალებებიც თავად უნდა მოძებნოთ

ადგილზე მუდმივად არ ცხოვრობენ. მკაცრი კლიმატის და  ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, კურორტზე მხოლოდ ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე გიმასპინძლებენ, სხვა შემთხვევაში მასპინძელიც და სტუმარიც თავად ხართ.

შეგიძლიათ მიეფიცხოთ მზეს 

შუადღის შემდეგ  ტემპერატურა იმატებს და მთაზე სითბო მზის ჩასვლამდე ნარჩუნდება

ზაფხულამდე მიტოვებული სახლები

მთვარე

ფოტო: ოთარ ლურსმანაშვილი

              მირიან თედორაძე

              მოლაშქრეთა კლუბი იეტი

 

 

 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი