ტექნიკური ხარვეზი, შინაარსის გაცნობის გარეშე ავტომატური მხარდაჭერის შედეგი, თუ გაუაზრებელი ქმედება – რატომ აქვს ხულოს საკრებულოს დადგენილებად მიღებული დასუფთავების მოსაკრებლის ჩამონათვალში მეტროსადგური, აეროპორტი და ვაგზალი, მაშინ როცა არცერთი მათგანი მუნიციპალიტეტში რეალურად არ არსებობს.
მსგავსი მოსაკრებელი საქართველოში კიდევ ხაშურის საკრებულოს ჰქონია დადგენილი. დედაქალაქიდან გადმოგზავნილი დადგენილების პროექტის დაკოპირებული ვერსია და შეფასებები – რას აცხადებენ, ერთი შეხევდით კურიოზულ ჩანაწერზე მოქმედი და ყოფილი მმართველები?
სოფო შავაძე მოგვიყვება დეტალებს - ამ დადგენილებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რეგინფო-მ გაავრცელა.