შუახევში საგზაო  ნიშნების  განთავსებას  ითხოვენ

28 თებერვალი 2018, 00:00 1855 ნახვა

შუახევის მოსახლეობა დაბის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების დამონტაჟებას და ბათუმი-ახალციხის შუახევის მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდველი და გადასასვლელების აღმნიშვნელი ნიშნების დადგმას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელები არასდროს ყოფილა დახაზული.

 შუახევის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიამ უკვე მიმართა საქართველოს საგზაო დეპარტამენტს და მარტის ბოლომდე საგზაო ნიშნები დამონტაჟდება. რაც შეხება ცენტრის ტერიტორიაზე პარკინგის პრობლემას შესაბამისი ნიშნულების განსათავსებლად თვითმმართველობა იზრუნებს და თანხები ბიუჯეტის ცვლილების დროს გაიწერება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი