არმაზ ახვლედიანი ბათუმის ბულვარში ახალ მშენებლობას აპროტესტებს

27 თებერვალი 2018, 00:00 2521 ნახვა

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ბათუმის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და მათ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს, მოკვლევას კი პროკურატურას სთხოვს. არმაზ ახვლედიანის თქმით, ზღვისპირა ზოლთან ახლოს, ბათუმის დელფინარიუმის წინ, უკანონო მშენებლობა იწყება. ტერიტორია უკვე შემოღობილია და იგი კომპანია '',,ალიანს ფრივილიჯის” საკუთრებაა. კომპანიაში' ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, რათა სამომავლოდ მშენებლობა დაიწყოს. გეოლოგიური სამუშაოების დაწყებას კი ნებართვა არ სჭირდებოდა - განმარტავს კომპანიის იურისტი.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე 50 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. გოჩა კამკია ამბობს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობა გასულ წელს მიიღო. რუსთაველის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომ კომპანიის საკუთრებაა მერიაშიც ადასტურებენ. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ადგილზე ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს და კომპანიას გადაცდომები არ აქვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი