ზოოპარკის საქმე

27 თებერვალი 2018, 00:00 1894 ნახვა

ზოოკუთხის ყოფილი თანამშრომლის  ამირან მურვანიძის საქმის  განხილვა გრძელდება სასამართლოში. მხარეებმა დღეს მტკიცებულებები წარადგინეს. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ზოოკუთხის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციამ ჯერ გაათავისუფლა და შემდეგ დაიწყო მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოძიება. 

მიუთითებენ, რომ ალექსანდრე თევზაძე ინფორმირებული იყო ზოოპარკში ცხოველების დაავადებისა და რთული პირობების შესახებ, თუმცა პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ცხოველების სია - ალექსანდრე თევზაძე ამტკიცებს რომ ისინი  ზოოკუთხის ყოფილი ხელმძღვანელის მუშაობის დროს დაიხოცნენ. თევზაძე ყოფილ თანამშრომელს კვალიფიკაციას უწუნებს და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამირან მურვანიძე სამსახურში აღდგენას ითხოვს. გადაწყვეტილებას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე 19 მარტს გამოაცხადებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი