ქართველი გულშემატკივარი ეროვნული ლიგა 2-ის მატჩებს აჭარის მაუწყებელზე იხილავს

28 თებერვალი 2018, 00:00 2355 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მედიაპარტნიორი გახდა. პარტნიორობის ფარგლებში ტელევიზია 2018 წლის ფეხბურთის ეროვნული ლიგა 2-ის მატჩების ტრანსლაციებს იწყებს.

შეთანხმების თანახმად, მეორე ლიგის 36-ივე ტურის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟების ნახვა  ტელე და ონლაინ პლატფორმებით იქნება შესაძლებელი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში ორი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. 

1 მარტს ნაჩვენები იქნება ჩემპიონატის გახსნითი მატჩი „თელავი“ – „დინამო“ ბათუმი, ხოლო 3 მარტს, მარტვილიდან „მერანი“ - „გაგრა“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლიაციებს 2017 წელსაც ახორციელებდა, ძირითადად   ბათუმის "დინამოსა" და  ქობულეთის "შუქურას" მატჩებს გადასცემდა.

ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სრულ კალენდარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: www.erovnuliliga.ge

ამავე კატეგორიაში