საეჭვო კოლოფში სუნამოს ფლაკონი იდო - შსს

27 თებერვალი 2018, 00:00 4300 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა საეჭვო ყუთში სუნამოს ფლაკონი იპოვეს.

დაახლოებით ერთი საათიის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობდა. გადაკეტილი იყო ქუჩის ორივე ნაწილი. ტერიტორიაზე კი მოქალქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 

უწყებაში დღეს, მოქალაქის შეტყობინება შევიდა, რომელმაც უპატრონოდ დადებული კოლოფი იპოვა.

თავდაპირველად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ ნაღმს ეძებდნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში