ფოტო: ქრისტინე კობალაძე
ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სამართალდამცველები სავარაუდოდ ნაღმს ეძებენ. გადაკეტილია ქუჩის ორივე ნაწილი.
ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებებს არ აკეთებენ.
გარცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ნივთი, თუმცა კონკრეტულად რა უცნობია. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ახლად აშენებული კორპუსები მდებარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი, შემთხვევის ადგილზე მუშაობს. ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ უსაფრთხოების გამო ტერიტორია უნდა დატოვონ.