აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებები ათმაგდება - სურსათის ეროვნული სააგენტო

27 თებერვალი 2018, 00:00 1529 ნახვა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებები ათმაგდება-ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. წელს პრეპარატების რაოდენობა  მილიონ ჰექტრამდე ფართობების დამუშავებისთვისაა გათვლილი. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 49 მილიონი ლარია გამოყოფილი.
8-9 მარტს საქართველოში ფაროსანასთან დაკავშირებით საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება. მთავარი განსახილველი საკითხი აზიური ფაროსანა იქნება. სიმპოზიუმის მიზანია ამ მიმართულებით საერთაშორისო და  კავკასიის რეგიონში არსებული გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებას მავნებელთან ბრძოლის მიმართლებით  ამერიკის ყველა წამყვანი სპეციალისტიდა მეზობელი ქვეყნების ფიტოსანიტარული სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო ამერიკის გამოცდილებას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში აზიურ ფაროსანას თითქმის 20 წელია ებრძვიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი