თვითნებურად მოწყობილი ავტოსადგომი ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთში.
სატვირთო ავტომობილები თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.
სანამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდებოდა, ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების თვინებურად მოწყობილი გაჩერება იყო.
მშენებლობის დაწყების შემდეგ ავტომობილებმა ტერიტორია დროებით დატოვეს თუმცა სახლის აშენების და მიმდებარე მონაკვეთის მოწესრიგების შემდეგ ისევ გამოჩნდნენ.
ბათუმის როგორც ცენტრალურ ნაწილში ასევე გარეუბნებში არის ტერიტორიები რომელსაც სატვირთო ავტომობილის მძღოლები ხანგრძლივი დროით იკავებენ.
ფოტო:ირინე წუწუნავა
თვითნებურად მოწყობილ ავტოსადგომებთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს რათა მოხდეს მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება.