განცხადებას ავრცელებს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციაც. “მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეწყვიტოს სასამართლოებში თავმჯდომარეების დანიშვნა სუბიექტური შეხედულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია თავმჯდომარეები თანამდებობაზე ინიშნებოდნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურის არარსებობის პირობებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია არ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტსაც კი თავმჯდომარეების დანიშვნისას. არც კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თავმჯდომარეთა შერჩევის კრიტერიუმებს და დანიშვნის პროცედურას, რაც სრულ შეუსაბამობაშია არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.”- აღნიშნულია საიას განცხადებაში.