ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიისთვის საბუთების მიღება დაიწყო

26 თებერვალი 2018, 00:00 1437 ნახვა

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ მერიის ქვეპროგრამაში მონაწილეობისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, რომლებიც ბათუმში არიან რეგისტრირებულები, საბუთები ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინონ.

სტიპენდია საუკეთესო შედეგების მქონე 50 სტუდენტზე წელიწადში ორჯერ გაიცემა. 200 ლარიან სტიპენდიას სტუდენტები 6 თვის განმავლობაში მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში