მომდევნო ორი დღე თბილი და უნალექო ამინდი იქნება

26 თებერვალი 2018, 00:00 2116 ნახვა

ერთდღიანი წვიმის შემდეგ ისევ გამოიდარებს და ხვალ, 27 თებერვალს, ბათუმში უნალექო  და თბილი ამინდი იქნება. 

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა არ გაწვიმდება. 28 თებერვალი კი მზიანი და თბილი გველოდება,  ტემპერატურა ღამით +8 დღისით +18 გრადუსამდე გათბება.

თბილი იქნება მომდევნო 2 დღე დასავლეთ საქართველოშიც. სინოპტიკოსები უნალექო, თბილ და მზიან ამინდებს ვარაუდობენ მაღალმთიან აჭარაშიც, აღმოსავლეთში კი წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურაც დაბალი იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი