120 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული შუახევში 150 პროგრამისთვის, 35 კულტურული და 70 სპორტული ღონისძიებაა. 45 პროგრამის განხორციელებას კი ახალგაზრდული განყოფილება გეგმავს.
მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, შეიქმნა ქარგვის, ხეზე კვეთის, ჭიბონზე დაოსტატების, მხარეთმცოდნეობის და ლიტერატურის მოყვარულთა წრეები. მერის მოადგილის ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილების დროს, წლის ბოლომდე პროგრამების დამატებაა დაგეგმილი.