ბათუმში წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აკურთხა. ტაძარი ანანურის ქვითაა ნაგები. მშენებლობა 2006 წელს დაიწყო, უსახსრობის გამო კი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. ტაძრის წინამძღვარი მამა თევდორე თავდგირიძე იქნება.