შუახევის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა

24 თებერვალი 2018, 00:00 1443 ნახვა

შუახევის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. ის 10 წევრით დაკომპლექტდა. საბჭომ ქალების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართვას უნდა შეუწყოს ხელი და სოფელში მცხოვრებ აქტიურ ქალებს ბიუჯეტის განხილვაში და სხვა საკითხებში ჩართვაში დაეხმარებიან.

ქალთა ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებები უკვე დაიგეგმა , რისთვისაც 5 ათასი ლარი დაიხარჯება. შუახევში გენდერული საბჭო გასულ წელს შეიქმნა, წელს საბჭოს ერთი ქალი დეპუტატი დაემატა და მასში 5 ქალი და 5 კაცია გაერთიანებული.

ამავე კატეგორიაში