ლუქსემბურგმა საქართველო  უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

23 თებერვალი 2018, 00:00 1911 ნახვა

საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუქსემბურგის საჰერცოგომ შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ გარემოზე დაყრდნობით მიიღო. “აქ ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფრთხე, რომ საქართველოში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო”_აღნიშნულია განცხადებაში.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად ლუქსემბურგში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან ათ დღემდე შემცირდა. შეგახსენებთ, ლუქსემბურგი შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი