ლიბიაში  დაკავებული  მეზღვაურების  საქმე

23 თებერვალი 2018, 00:00 1826 ნახვა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეზე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეზღავურებს არ აქვთ ადვოკატის მომსახურების, საკვების მიწოდების და  სამედიცინო მომსახურების პრობლემა.

ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაური ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრები არიან. გემი ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა. ტანკერს სავარაუდოდ ტვირთი არალეგალურად გადაჰქონდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი