იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ განამწესა. მათი არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს. უვადოდ გამწესებაზე უარი ეთქვა 6 მოსამართლეს- ცისანა სირბილაძეს, ირაკლი შავაძეს, მიხეილ ბებიაშვილს, კობა გოცირიძეს, ეკატერინე პართენაშვილს და დავით კეკენაძეს.