ოკეანის ბინადარი შავ ზღვაში - “ზღვის ეშმაკი” აღმოაჩინეს სპეციალისტებმა ჩაქვის აკვატორიაში. ერთ-ერთი ვერსიით იშვიათი სახეობის თევზმა საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან შემოაღწია. “ზღვის ეშმაკი” პირველად საქართველოში 1955 წელს ბათუმის მახლობლად იპოვეს, მისი ფიტული კი დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.