სარჩელი, რომელსაც საფუძველი ე.წ. ციანიდის საქმემ დაუდო – გიორგი მამალაძის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ინტერესების დამცველები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ რამდენიმე ნორმას, მათ შორის სახელმწიფო ბრალმდებელის იმ უფლებას, რომლის თანახმადაც პროკურატურა უფლებამოსილია მხარეს გაუთქმელობის პირობა დაადებინოს.
სწორედ ამ დოკუმენტზე ჰქონდათ ხელი მოწერილი ადვოკატებს, რის გამოც საქმის მიმდინარეობისას დეტალებს ვერ ახმაურებდნენ. ადვოკატები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომების დახურვის წესს.
განმწესრიგებელი სხდომაა დაწყებული, სწორედ ამ სხდომებზე უნდა გადაწყდეს მიიღებს თუ არა კოლეგია საქმეს არსებითად განსახილველად. თამუნა გაზდელიანი აშუქებდა დღევანდელ პროცესს.