4 დეპუტატი 111-ის წინააღმდეგ – საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე “ქართული ოცნება” “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს – 2 გაფართოებული შეხვედრისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად - მედიაორგანიზაციების აზრს პარლამენტის უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებენ.
მსჯელობა აღარ გაგრძელდება – საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება მიეცემა სტარტაპები დააფინანსოს, განსხვავებული პირობა ჰქონდეს შესყიდვების განხორციელებისას და დამატებითი სარეკლამო დრო გაყიდოს. ცვლილებების წინააღმდეგ დარჩნენ ის დეპუტატები რომლებიც თავიდანვე არ ემხრობოდნენ პროექტით გათვალისწინებულ საკითხებს.