ყადაღის დადების წესი - განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

19 თებერვალი 2018, 00:00 1755 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ყადაღის დადების წესსთან დაკავშირებით 17 მოქალაქის მიერ გასაჩივრებული ნორმების განხილვა მიმდინარეობს. დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე მუხლის პირველი ნაწილი. მოსარჩელე მხარის განმარტებით სადავოდ გამხდარი ნორმები არეგულირებენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე სასამართლოს მიერ ყადაღის დადების წესს.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმების საფუძველზე შესაძლებელია დაყადაღდეს იმ პირთა ქონება, რომლებსაც კავშირი არ აქვთ დანაშულთან, ქონების შეძენისას არ იყვნენ ინფორმირებული მისი დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ და შესაბამისად, წარმოადგენენ დაყადაღებული ქონების კეთილსინდისიერ შემძენებს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში