ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება

19 თებერვალი 2018, 00:00 1887 ნახვა

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება. პროცესი 6 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდების პოზიციის მოსმენის შემდეგ სხდომა გადადო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოს გონივრული ვადა სთხოვა, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეზე შესულია სახალხო დამცველის, საია-ს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციები, რაც საკმაოდ მოცულობითია და მას დრო სჭირდება, რათა ამ პოზიციებს გაეცნოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი