სპეცოპერაციის დროს დაკავებულის სასამართლო პროცესი

16 თებერვალი 2018, 00:00 2515 ნახვა

ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული თურქეთის მოქალაქის ადვოკატი სამართალდამცველებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. უფრო  მეტიც, ლევან მამულაძე ეჭვობს, რომ შესაძლოა საბრძოლო მასალა ბინიდან არ ამოუღიათ და სახლში წინასწარ მიიტანეს.

ამ ვერსიის განსამტკიცებლად კი ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს ჩხრეკის ამსახველი სრული ვიდეომასალა, ამასთან, ჩხრეკას არ დაასწრეს ბრალდებული. ფემბე ოლუნი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის ნოემბერში დააკავა, ამის შესახებ კი ინფორმაცია 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა.

დღეს სახელმწიფო ბრალმდებელმა კომენტარი არ გააკეთა, პროკურორმა პირველ სასამართლო განხილვაზე სხდომების დახურვა ქალის ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მოტივით მოითხოვა, რაც მაშინ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი