აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სხვა სამინისტროები და ადგილობრივი თვითმართველობები ერთვებიან. ამის შესახებ სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს და ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში სახელმწიფოს როლის მნიშვნელობასა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.