ქობულეთში ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ითხოვენ

15 თებერვალი 2018, 00:00 3184 ნახვა

ქობულეთში ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ითხოვენ. მოსახლეობა შიშობს, რომ შარშანდელის მსგავსად მოსავალი წელსაც გაუფუჭდებათ. ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების თქმით, პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ მოსახლეობის ნაწილს, მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც ხელისუფლებისგან გადაეცათ, არ გამოუყენებია.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიურ ფაროსანასთან  საბრძოლველად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. ავთანდილ მესხიძის განცხადებით, წელს პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა უწყება იმუშავეს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას პრეპარატის გამოყენების წესსა და აუცილებლობაზე ამახვილებს.

ამავე კატეგორიაში