რატომ არ ინტერესდებიან ფიჭვნარის ტერიტორიით ინვესტორები?

15 თებერვალი 2018, 00:00 4056 ნახვა

რას გეგმავს რეგიონის ხელისუფლება ქობულეთში ფიჭვნარის ტერიტორიაზე, თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარებისთვის? -ამ შეკითხვით ადგილობრივ ხელისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს. ბონდო თედორაძის თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ტერიტორიით ინვესტორების დაინტერესება ვერ ხერხდება, ტურისტული ობიექტები კი რეკრეაციულ ზონებში შენდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეასრულოს აღებული ვალდეულება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად, რაზეც თვიმმართველობაში განმარტავენ, რომ თავისუფალ ტურისტულ ზონაში მერიამ მიწისქვეშა კომუნიკაციები გაიყვნა, ასევე მოაწყო სპორტული მოედნები. ეკონომიკის სამინისტროში ფიჭვნარის ტერიტორიასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

ამავე კატეგორიაში