შესაძლო გარყვნილი ქმედება 8 წლის მოზარდის მიმართ და რამდენიმე თვეში შეცვლილი ცხოვრების ჩვეული სტილი – მოზარდს სკოლა შეუცვალეს, სახლში თითქმის არ მიჰყავთ, მისი ძმა კი გარეთ გასვლაზე უარს ამბობს – ეს ყველაფერი, როგორც დედა გვიყვება - მეზობლების დამსახურებაა.
აგრესია იმ მეზობლებისგან მოდის, რომლებიც ფიქრობენ, რომ 60 წლის კაცს დანაშაული არ ჩაუდენია. გასულ წელსაც აცხადებდნენ რომ “მოფერება” დანაშაული არაა. გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ კვირაში განახლდება. 60 წლის კაცი წინასწარ პატიმრობაშია.