''მაგნოლიაში'' რამდენიმე ბინა გაქურდეს

14 თებერვალი 2018, 00:00 2841 ნახვა

„მაგნოლიას“ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე ბინა გაქურდეს. აქ მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ გაძარცვულია დაახლოებით ათი  ბინა. ამბობენ, რომ  მრავალბინიან საცხოვრებელში ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. მათივე განმარტებით,  კორპუსში ბინების უმეტესობა ჩაკეტილია და მეპატრონეები სეზონურად ჩამოდიან. გაძარცვული სახლებიდან, სავარუდოდ,  გატანილია ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ  ქურდობის ფაქტებს. უწყების ინფორმაციით, საქმე 177-ე ქურდობის მუხლით  აღიძრა.

ცხრა საცხოვრებელი სახლი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს ქობულეთსა და მახინჯაურშიც. ასევე ბათუმში ავტომანქანებიც გაძარცვეს.  ფაქტები დაფიქსირდა ფარნავაზ მეფის, გორგასალისა და ლუკა ასათიანის ქუჩებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ასევე საცხოვრებელი სახელბის ქურდობის ფაქტებზეც. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი