13 თებერვალი რადიოს საერთაშორისო დღეა. თარიღს მსოფლიო იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან აღნიშნავს. 13 თებერვალი სპეციალურად შეირჩა, ეს გაეროს რადიოს შექმნის თარიაღია, რომელმაც მაუწყებლობა 1946 წელს დაიწყო. ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად რადიო კვლავ რჩება ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო 1921 წლის ნოემბერში, საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს. რვა ათეულ წელს ითვლის რადიო აჭარა, რომელიც მსმენელს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას და ზრუნავს მათ განწყობაზე ტალღაზე ფმ 104 და 5.