ღოღობერიძისა  და  ჩხვირკიას განაჩენი ბრალდების მხარემ გაასაჩივრა

12 თებერვალი 2018, 00:00 2405 ნახვა

 ირაკლი ჩხირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს  10 იანვრის   განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციას ბრალდების მხარემ  მიმართა.

მსჯავრდებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიება 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმე  გადააკვალიფიცირა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მოსამართლემ დამნაშავედ სცნო, არა მასობრივი არეულობის, არამედ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. მათ თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით და 6 თვით მიესაჯათ.  ამ გადწყვეტილებას არ ეთანხმებიან მხარეები და  მათ სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი