შუქნიშნები ბათუმში შეფერხებით მუშაობს

11 თებერვალი 2018, 00:00 3140 ნახვა

დილიდან გამორთულია  შუქნიშანი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის კვეთაში.  გასული თვეების განმავლობაში  ეს შუქნიშანი მწყობრიდან რამდენჯერმე გამოვიდა. მოქალაქეები ქუჩის გადაკვეთისას შექმნილ  საფრთხეებზე საუბრობენ და  დაზიანებული  საგზაო ნიშნების  შეკეთებას  მოითხოვენ. ბათუმის ავტოტრანსპორტის  ინფორმაციით,  შუქნიშანი   ხშირი  ცვალებადობის  გამო ითიშება და   შეფერხება დღის განმავლობაში აღმოიფხვრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი