ეპიდდაძაბული ფონი გრძელდება-წითელას შემთხვევები კვლავ მატულობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დღეისათვის რეგიონში ვირუსის 120 შემთხვევა ფიქსირდება.
შემთხევავათა 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 50 % კი 30 წელს ზემოთ პირებში ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. საკითხთან დაკავშირებით დღეს 15:00 საათზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი.