აჭარაში წითელას ვირუსის 106 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ინფიცირებულების რიცხვი 5-ით გაიზარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია.
აცრას ექვემდებარება ყველა აუცრელი ან არასრულად აცრილი 40 წლამდე მოქალაქე. ვირუსის შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი.
განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს 0-დან 5 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვები წარმოადგენენ. წითელას ვირუსი იწყება გრიპის მაგვარი სიმპტომებით, როგორიცაა მაგალითად მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ხველა, ხოლო სადიაგნოსტიკო გამონაყარი თავს იჩენს უკვე მეხუთე მეექვსე დღეს.
მედიკოსები ნებისმიერი საეჭვო ჩივილის გამოვლენისა და ინფიცირებულთან ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებს ურჩევენ, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.