რა სერვისები და ტურისტული ინფრასტრუქტურაა ''გოდერძზე''?

04 თებერვალი 2018, 00:00 1895 ნახვა

კურორტ გოდერძზე ტურისტული სეზონი გრძელდება. სტუმრებს ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო ემსახურება. მოწყობილია გონდოლის და ბაბლის ტიპის საბაგირო, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია.

ღია ცის ქვეშ განთავსებულია კაფე-რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები. კურორტის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, რომ ზამთრის კურორტს უცხოელი ტურისტები ხშირად სტუმრობენ. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით წელს გოდერძს ოთხჯერ მეტი ვიზიტორი ეწვია. 

ამავე კატეგორიაში