შეფერხებული მოძრაობა გზებზე და დაზიანებული ელექტროსადენები ხულოში

03 თებერვალი 2018, 00:00 2031 ნახვა

ხულოში აღარ თოვს, თუმცა გზებზე არსებული ლიპყინულის გამო გადაადგილება გართულებილია. საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა სოფლების მიმართულებით გზებს წმენდს.

მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც დენი სოფელ ელელიძეებსა და თაგოს არ მიეწოდება. ამ დროისთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს, დაბაში კი 1 მეტრს აღწევს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი