ბესიკის ქუჩის მცხოვრებელები ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა აღნიშნულ ქუჩაზე სრულფასოვანი გადაადგილება ვერ ხერხდება. მათივე განცხადებით, სიტუაცია განსაკუთრებით უამინდობისას რთულდება, რადგან ტერიტორია იტბორება და მოსახლეობა გადაადგილებას ვერც ფეხით და ვერც ავტომობილებით ახერხებს. ამას გაუმართავი მიწისქვეშა კომუნიკაციებისგან გამოწვეული უსიამოვნო სუნიც ემატება.
მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტა უამინდობამ გამოიწვია, მათივე განმარტებით, ქუჩის სამშენებლო სამუშაობისთვის განსაზღვრული ვადები დასრულებული არ არის.