საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV ERA” სამართალდამრღვევად ცნო

02 თებერვალი 2018, 00:00 2874 ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ,  კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ საჩივრის საფუძველზე,  შპს „TV ERA“-ს მონიტორინგი ჩაატარა. გაირკვა, რომ  კომპანია საკუთარი ქსელით საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას ახდენდა, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება მას  არ გააჩნია.

კომისიამ ,,TV ERA” „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და აღნიშნული არხების გადაცემის  შეწყვეტა დაავალდებულა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ
სამართალდამრღვევია თავად მომჩივანი კომპანიაც. ‘’ შპს „TV ERA“- სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახალი გარემოება გამოვლინდა, კერძოდ, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ არ აქვს უფლება გაავრცელოს საქართველოს ტერიტორიაზე რიგი სამაუწყებლო არხები, რომელთა ტრანზიტს შპს „TV ERA“-ს გარდა, სხვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებიც ახორციელებენ’’.

„TV ERA”-ს მათ საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის ორკვირიანი ვადა მიეცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი