ჯერ უცნობია როდის დაიწყება ქობულეთის მეხუთე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. სკოლამდელი დაწესებულება, რომელიც 2014 წელს გაიხსნა სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. დაზიანებულია საძინებელი ოთახების კედლებისა და იატაკის ნაწილი, ასევე ბაღის დერეფანში ჭერი საიდანაც ახალშენებულ შენობაში წყალი ჩადის. ბაღის გამგე აცხადებს, რომ პრობლემას ნალექიანი ამინდები ქმნის, რასაც შორენა ბალაძის თქმით, ნესტიანი ჰავაც ემატება.
აცხადებს, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები მისთვის უცნობია. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ტერიტორია სადაც აღნიშნული ბაღი მდებარეობს ჭაობიანია. ამასთან ია ხალვაშის განცხადებით მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ არდაგეგებების დროს შენობის განიავება არ ხდებოდა.