ხეზე ბაგირით მიმაგრებული და ჯაჭვით გამაგრებული ფიცრული სოფელ ბოძაურში – შანთაძეების ოჯახე ამ ფორმით ცდილობს ხის საცხოვრებელი სახლი დანგრევას გადაარჩინოს. ამ სოფელში მიწა ეროზიულია. თითქმის ყველა ქვის შენობა დაინგრა, ხის სახლებს კი ბოძაურელებმა ადგილი შეუცვალეს, თუმცა მათი უმრავლესობა მაინც დაზიანებულია. ადგილობრივებმა ხულოს მერიას მიმართეს, სახლებსა და მიწას უახლოეს მომავალში გეოლოგები შეისწავლიან.