ქობულეთის მერიის აუდიტის სამსახური წელს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების საქმიანობას შეისწავლის. 2017 წელს აუდიტი გაერთიანებაში არ შესულა. რა რაოდენობის შეშით მარაგდებიან საბავშვო ბაღები და არის თუ არა რესურსი საკმარისი?
ოფიციალურ დოკუმენტში - მაგალითად ოჩხამურისთვის გაცემული შეშის რაოდენობა 21 კუბური მეტრია, ბაღის გამგე კი განსხვავებულ ციფრს ასახელებს. მსგავს ფაქტს აქვს ადგილი მუხაესტატეს ბაღშიც.