ხულოში მეორე დღეა თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს, ხოლო დაბაში 30 სმ-ს მიაღწია. რამდენიმე სოფელში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.
აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ რომ, გზებზე გაწმენდით სამუშაოებს 13 ერთეული ტექნიკა ახორციელებს. ბავშვების გამოუცხადებლობის გამო ერთ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.