ქურდობისა და თაღლითობის ფაქტები 8.1% გაიზარდა - შსს

30 იანვარი 2018, 00:00 2852 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წლის დანაშაულების სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, დანაშაულის სტატისტიკა 5.4% გაზრდილია და 38 ათასამდე დანაშაულის შემთხვევაა რეგისტრირებული. 

დანაშაულებს შორის დიდი წილი ქურდობის, თაღლითობისა და გამოძალვის ფაქტებზე მოდის. ასეთი ტიპის დანაშაულმა 2016 წელთან შედარებით 8.1% მოიმატა საქართველოში.

შიაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  "საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, სსკ-ს 177-ე მუხლით (ქურდობის) გათვალისწინებული დანაშაულის მატების ძირითად ფაქტორს ქვეყნის მასშტაბით არსებული დიდი სავაჭრო ობიექტებიდან (სუპერმარკეტები, ე.წ. მოლები და ა.შ.) წვრილმანი საყოფაცხოვრებო პროდუქტების ფარულად დაუფლების ფაქტების ზრდა წარმოადგენს".

დანაშაულის სტატისტიკა შსს დღეს გამოაქვეყნა, კვლევის მიხედვით 2017 წელს 38 ათასამდე დანაშაულია რეგისტრირებული, რომელთა 53.2% გახსნილია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი