ეპიდდაძაბული ფონი - წითელას შემთხვევები მატულობს

29 იანვარი 2018, 00:00 2744 ნახვა

ეპიდდაძაბული ფონი-აჭარაში წითელას შემთხვევები ისევ მატულობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  იმის მიუხედავად, რომ ვაქცინაცია უფასოა, მოსახლეობა მაინც არ აქტიურობს. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს იმუნიზაციისთვის პოლიკლინიკებს დროულად მიმართონ.

დღევანდელი მონაცემებით აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების 80-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმვლობაში დაავადება სტაბილურად მაღალ დონეს ინარჩუნებს. მისივე განმარტებით, წელს ავადობის მაჩვენებელი თითქმის რვაჯერ გაზრდილია.

დაავადება იწყება გრიპის მაგვარი სიმპტომებით, როგორიცაა მაგალითად მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ხველა, ხოლო სადიაგნოსტიკო გამონაყარი თავს იჩენს უკვე მეხუთე მეექვსე დღეს. ამიტომ  მედიკოსები ნებისმიერი საეჭვო ჩივილის გამოვლენისა და ინფიცირებულთან ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებს ურჩევენ, სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

როგორც მედიკოსები ამბობენ, დაავადებას აუცრელ პირებში 100 პროცენტიანი გადამდებლობა ახასიათებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი