პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქობულეთიდან გასული წლის მუშაობის ანგარიში მოსახლეობას წარუდგინა. კობა ნაკაიძემ ის კანონები გამოყო, რომელთა მიღებაშიც მისი თქმით აქტიურად მონაწილეობდა,დასახელდა კანონი ხმაურის,თამბაქოსა და მიწის დაკანონების შესახებ.
დეპუტატის თქმით წლის განმავლობაში მაჟორიტარის ბიუროს 500-მდე ადამიანმა მიმართა, შევიდა 76 ოფიციალური განცხადება, რომელთაგან დეპუტატის შუამდგომლობით 27 დადებითად გადაწყდა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემებზე, რომლის შესახებაც კობა ნაკაიძის განცხადებით კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.